სატახტოთა თამაში (ინგლ. A Game of Thrones) — პირველი წიგნი

      


A Song of Ice and Fire ამერიკელი მწერლის ჯორჯ რ.რ. მარტინის ეპიკური ფენტეზის ჟანრის ნოველების სერიაა, რომლის პირველი ტომიც 1996 წელს გამოიცა. წიგნებში მოქმედება ხდება ვესტეროსის და ესოსის კონტინენტებზე, სადაც დრო დაახლოებით ჩვენ შუა სააუკუნეებს შეესაბამება, მაგრამ ზამთარი და ზაფხული წლობით გრძელდება. ნაწარმოებში რამდენიმე სიუჟეტი ვითარდება: რამდენიმე საგვარეულოს დაპირისპირება ვესტეროსის ტახტისათვის და ჩრდილოეთ–ვესტეროსის ყინულოვანი კედლის გაღმა მცხოვრები ზებუნებრივი სხვებისაგან მომდინარე საფრთხის ზრდა. მარტინის შთაგონების წყაროა ვარდების ომი. წიგნებში მაგია უკანა პლანზეა გადატანილი და ამის სანაცვლოდ ბრძოლები და პოლიტიკური ინტრიგებია წინ წამოწეული.

George R. R. Martin: A Game of Thrones — ტომი 1

სატახტოთა თამაში (ინგლ. A Game of Thrones) — პირველი წიგნი ეპიკური ფენტეზის ჟანრის რომანების სერიაში „ყინულისა და ცეცხლის სიმღერა“, რომლის ავტორია ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინი. წიგნი პირველად გამოიცა 1996 წლის 6 აგვისტოს. მასში მოქმედება ხდება გამოგონილ კონტინენტებზე, ვესტეროსსა და ესოსზე. წიგნი რამდენიმე პერსონაჟის პერსპექტივიდანაა მოთხრობილი, რომელთა მეშვეობით მარტინი მკითხველს აცნობს სიუჟეტის სამ ძირითად ხაზს: ვესტეროსის წარჩინებულ სახლებს შორის ბრძოლას, მის ჩრდილოეთში აღმართულ კედლისა და ტახტიდან ჩამოდგებული მეფის შვილის, დაენერის ტარგარიენის ისტორიას. ამავე სახელწოდების ტელესერიალად წიგნის ადაპტირება ტელეკომპანია HBO-მ მოახდინა და ის ტელეეკრანებზე პირველად 2011 წლის აპრილში გამოჩნდა. სერიალის პირველი სეზონი პირველი რომანის სატელევიზიო ადაპტაციაა. ქართულად წიგნი გამოსცა გამომცემლობა არეტემ, რომელმაც ის რამდენიმე ნაწილად დაყო. I ნაწილი გამოვიდა 2012 წელს. მეორე ნაწილი გამოვიდა 2013 წელს.

სატახტოთა თამაში (1996), მეფეთა ჯახი (1998), ხმლების ქარიშხალი (2000), ნადიმი ყვავებისთვის (2005), ცეკვა დრაკონებთან (2011), ზამთრის ქარები (ცნობილი გახდება), სიზმარი გაზაფხულზე (ცნობილი გახდება).

ასევე გამოცემულია სამი პრიქველი Tales of Dunk and Egg. ამ წიგნებში მოქმედება ხდება ყინულისა და ცეცხლის სიმღერაზე 100 წლით ადრე.


  • კომენტარის დამატება
  • ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი,
    კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.